ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის მერია 15 პლანშეტს ყიდულობს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პლანშეტური კომპიუტერების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. 

უწყებას 15 ცალი პლანშეტისთვის 11 000 ლარი გაითვალისწინა. 

“პლანშეტები მერიის თანამშრომლებისთვის არის განკუთვნილი საველე პირობებში მუშაობის დროს, ძირითადად ზედამხედველობის სამსახურისთვის”, – ამბობენ მერიაში. 

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ  პლანშეტური კომპიუტერები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

  • ეკრანის ზომა არანაკლებ 10.1″ არაუმეტეს 12.9″;
  • რეზოლუცია არანაკლებ 1280 X 800;
  • SIM მხარდაჭერა;
  • უსადენო კომუნიკაცია: Wi-Fi/hotspot/bluetooth;
  • 4G სტანდარიტი LTE ტექნოლოგია;
  • ოპერატიული მეხსიერება: არანაკლებ 3 GB;
  • შიდა მეხსიერება არანაკლებ 32 GB;
  • კამერა: ფრონტალური არანაკლებ 5 MP, ძირითადი არანაკლებ 8 MP, ავტოფოკუსი;
  • GPS ნავიგაცია;
  • აუდიო სისტემა: დინამიკი და მიკროფონი.


კომპლექტაცია: უნდა მოყვებოდეს ჩანთა(კეისი), რომელსაც უნდა გააჩნდეს სადგამი ფეხი, დასაკეცი ფეხი, გახსნილ მდგომარეობაში მაგიდაზე დადგმის შესაძლებლობით. შესაბამისი აკუმულატორი, სატენი, USB სადენი.

დატოვეთ კომენტარი