ახალი ამბები

გორის მერმა კრივის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა 

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კრივის ტურნირის ფინალურ პაექრობებს დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

შეჯიბრება გორელი მწვრთნელის, გიორგი კარელიძის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა.

ღონისძიებას, რომელშიც საქართველოს 25 ქალაქის კრივის სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობდენენ, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სასპორტო სკოლა სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

საპრიზო ადგილებისთვის 2006 – 2007 წლებში დაბადებული სპორტსმენები იბრძოდნენ. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოსა და საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო.

დატოვეთ კომენტარი