ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მოსახლეობა კორონავირუსის ვაქცინით აიცრა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში თავდაცვის მობილური ჯგუფის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა.

იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო.

ვაქცინაციის მსურველებს აცრა სამი სახის – ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ.

როგორც რწმუნებულის მოადგილემ აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში და აცრის მსურველების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

დატოვეთ კომენტარი