ახალი ამბები

გორის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომელი ცოლის ცემის გამო დააკავეს 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელიც ორ ა(ა)იპ-ში მუშაობს, ცოლის ცემის გამო დააკავეს.

რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, ფარნა მახოხაშვილმა მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და მას მძიმე დაზიანებები მიაყენა. 

ინფორმაციისთვის, მახოხაშვილი გორის მერიის კულტურისა და ტრანსპორტის სააგენტოებშია დასაქმებული. მას ორივე სამსახურში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიცია უკავია.  

დატოვეთ კომენტარი