ახალი ამბები

ავარიის დროს დაშავებულ გიუშა ცერაძეს დახმარება სჭირდება

9 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ გიუშა ცერაძეს დახმარება სჭირდება. ავარიის შემდეგ, მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და რამდენიმე დღე იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. 

“ოთხი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის და კომპლექსური რეანიმაციულ-ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების შედეგად მოხდა ჩემი მდგომარების დასტაბილურება და სიცოცხლის გადარჩენა. ეს ყოველივე ჩემი ექიმების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მას შემდეგ ვაგრძელებ მკურნალობა-რეაბილიტაციას სახლში უკვე 7 კვირაა. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდი ტრამვა მიღებული მქონდა ქვედა კიდურზე და მოხდა გართულება საჭიროებს მეორე ოპერაციას, რომელიც ამ ეტაპზე არ ფინანსდება და საკმაოდ დიდ თანხებთანა დაკავშირებული, რომლის დაფარვაც ამ ეტაპზე არ შეგვიძლია”, – ამბობს გიუშა ცერაძე. 

რადიო “მოზაიკა” დახმარების მსურველთათვის აქვეყნებს გიუშა ცერაძის საბანკო ანგარიშის მონაცემებს: 

GE27TB7463845061100099

მიმღები: გიორგი ცერაძე

დატოვეთ კომენტარი
ტეგები