ახალი ამბები

ზეღდულეთში საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით პროტესტი გრძელდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივებმა 10 დღიანი პაუზის შემდეგ, საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია განაახლეს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავებიც. 

ადგილობრი მოსახლეობასა და კერძო მესაკუთრეს შორის მოლაპარაკება კვლავ ვერ შედგა.

მოსახლოებასა და კერძო მესაკუთრეს შორის მოლაპარაკებებში ჩართულნი იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ბერიანიძე. 

” კრიტიკული მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ ორივე მხარის ინტერესების დაცვით გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ჩვენ შეგპირდით, რომ სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ [სადაო მიწის ნაკვეთებზე] არ შევა ტექნიკა”, – მიმართა ხინჩეგაშვილმა ადგილობრივებს.

საუბარია მიწის ფართობებზე, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გაიყიდა. 2009 წელს კერძო მფლობელმა ჯერ ინდოელების კომპანიას მიჰყიდა, შემდეგ კი აღნიშნიშნულმა კომპანიამ გაყიდა და რამდენიმე კერძო პირმა შეიძინა. 

ზეღდულეთში სადაო მიწის ნაკვეთზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა 

დატოვეთ კომენტარი