გორში, სტალინის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად მიმოზა მამაცაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა მის სახლთან ახლოს მოხდა, რა დროსაც ის შინ ბრუნდებოდა. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომანქანას, რომელიც 2 ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, არასრულწლოვანი მართავდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთვევის ადგილზე სამართალდამცავები გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
ინფორმაციისთვის, ცხინვალიდან დევნილი მიმოზა მამაცაშვილი ქალთა მოძრაობის წევრი იყო.
დატოვეთ კომენტარი