ახალი ამბები

ავარია გორში, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. სადგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიასთან მერსედესის მარკის ავტომანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ირკვევა ორივე მათგანი შუახნის ქალია.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მომხდარის დეტალებს სწავლობენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები