ახალი ამბები

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ელოდებიან

გორში, მიხეილ საკაშვილთან შესახვედრად მისი პირადი ექიმი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრები ჩავლენ. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. მანამდე სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი ადვოკატი შეხვდა. დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ცნობილი ფსიქიატრის, ავლიპ ზურაბიშვილის შვილიშვილმა, დავით ზურაბიშვილმა მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ საპატიმროში მის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და შესაბამისად საჭიროებს ფსიქიატრის კონსულტაციას.

დღესვე სააკაშვილი მოინახულეს მისი ოჯახის წევრებმა. გიული ალასანია ამბობს, რომ მხოლოდ აქტიურობის გზითაა შესაძლებელი შედეგის მიღება, მისი თქმით, ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.