ახალი ამბები

შშმ პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ფოტოგამოფენა მოეწო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა მოეწყო. გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში თორმეტი წარმატებული შშმ პირის ფოტო გამოიფინა. მათ შორის მოხვდნენ თვითმართველობაში დასაქმებული ადამიანებიც.

ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მერიასა და მის დაქვემდებერებულ ორგანიზაციებში 8 შშმ პირი მუშაობს. გამოფენა პროექტის ‘ჩვენი ხმის ფარგლებში“ ხორციელდება. პროექტს გორში მოქმედი ორგანიზაცია „კეთიდღეობისა და განვითარების ცენტრი“ პორონურ ფონდთან „VERDA” – თან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რადიო “მოზაიკამ 12 გადაცემა მოამზადა შშმ პირების მონაწილეობით.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები