გორში, კვერნაქის დასახლებაში, რაზმაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის მიხედვით, 914 მეტრი სიგრძის გზა მოეწყობა.
“ასფალტ – ბეტონის საფარით დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის, ეზოებში შესასვლელებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. პროექტი გარდამავალია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოები 2022 წელს დასრულდება”, – განმარტავენ უწყებაში
ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გამოიცვალა სასმელი წყლის სიტემაც, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
დატოვეთ კომენტარი