ახალი ამბები

გორის ერთ – ერთი ქუჩისთვის ჭაბუა ამირეჯიბის სახელის მინიჭება სურთ

გორის ერთ – ერთი ქუჩისთვის ჭაბუა ამირეჯიბის სახელის მინიჭება სურთ.

აღნიშნული ინიციატივა გორის უნივერსიტეტში გაჟღერდა, სადაც ამირეჯიბის 100 წლის იუბილე აღინიშნა. უნივერსიტეტის რექტორის გიორგი სოსიაშვილის თქმით, ამირეჯიბის ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მერიას ინიცირებით მიმართავენ.

“ღონისძიების ორგანიზატორმა მერაბ რატიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ გორში ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩა არსებობდეს. ინიციატივით მივმართეთ საკრებულოს ხელმძღვანელს, ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. გავივლით ოჯახთან კონსულტაციას და შემდეგ მივმართავთ ინიცირებით მერიას”, – ამბობს სოსიაშვილი

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.

“ჭაბუა ამირეჯიბი დიდი კლასიკოსია და ძალიან კარგი იქნება მისი სახელობის ქუჩა თუ იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ მხარდაჭერა ექნება. რომელ ქუჩას დაერქმევა სახელი არ ვიცი, მაგრამ შესაბამის ქუჩას შევარჩევთ”, – ამბობს რაზმაძე.

დატოვეთ კომენტარი