ახალი ამბები

“ლიახვი-აჩაბეთი” – მატჩი დევნილი მოზარდების მონაწილეობით ჩატარდება

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ფეხბურთის ფედერაცია “ზაურ კალოევის სახელობის ტურნირს” ატარებს, რომელიც სოფელ ნატახტარში გაიმართება. ტურნირში 11-12 წლის ასაკის დევნილი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. არადევნილ მოზარდებთან ერთად.


ტურნირი 27 – 28 ნოემბერს გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ შემდაგი გუნდები: ლიახვი აჩაბეთი, მცხეთა , ძეგვი , ნატახტარი და თბილისი.


გუნდები ორ ქვეჯგუფში გადანაწილდებიან, რომლის გამარჯვებულები ფინალურ მატჩს ითამაშებენ ტურნირის ჩემპიონობისთვის.

ფინალი გაიმართება 4 დეკემბერს სოფელ ნატახტარში. ჩემპიონი და ფინალისტი დაჯილდოვდებიან შესაბამისი თასებით, მედლებითა და დიპლომებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ეგიდით ჩატარდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები