შეამცირონ შტატები, არ იყვნენ პოლიტიზირებულები, გააუმჯობესონ სერვისების ხარისხი, დამოუკიდებლად მოიძიონ ფინანსები – ეს ის ძირითადი რჩევებია, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მისამართით გასცემენ.
რადიო “მოზაიკამ” ონლაინ გამოკითხვის საშუალებით შეაგროვა მოქალაქეთა პასუხები კითხვაზე, რას ურჩევდით გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებს. რჩევების ძირითადი ნაწილი საკადრო პოლიტიკას, თანხების ხარჯვას და არჩევნებში ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართულობას ეხება.
საკადრო პოლიტიკა
მოქალაქეთა რჩევების ძირითადი ნაწილი საკადრო პოლიტიკას ეხება. ისინი ფიქრობენ, რომ ა(ა)იპ-ებში პრობლემების გამოსწორებაზე ზრუნვა, საკადრო პოლიტიკის ცვლილებით და საშტატო ნუსხების გადახედვით უნდა დაიწყოს.
“თანამშრომლები კონკურსის წესით უნდა ინიშნებოდნენ. ბიუჯეტის 30 პროცენტზე მეტი არ უნდა იხარჯებოდეს ხელფასებში. მათ უნდა შექმნან პროდუქტი, რომლითაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ისარგებლებენ”, – ასეთია ერთ-ერთი მოქალაქის რჩევა.
“შეამციროს თანამშრომელთა რაოდენობა, გამჭვირვალე და მკაცრი კონკურსით შეარჩიოს კადრი.გამოავლინონ კრეატივი და პასუხისმგებლობა”, – ეს რჩევაც გორში მცხოვრებ მოქალაქეს ეკუთვნის.
ქარელის მერიას 5 ა(ა)იპ-ის შენახვა 6 მილიონზე მეტი უჯდება
ქარელის მერიას 5 ა(ა)იპ აქვს დაფუძნებული, რომელთა შენახვაც მუნიციპალიტეტს წელს 6 581 100 ლარი უჯდება. აღსანიშნავია, რომ 5 ა(ა)იპ-ს 700-მდე თანამშრომელი ჰყავს და მათ ხელფასებზე, ბიუჯეტიდან მიღებული თანხის 57%-ს ხარჯავს. ქარელის მერიის ა(ა)იპ-ების დაფინანსება: საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ა(ა)იპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მუნიციპალური გაერთიანებაა, რომლის წლიური დაფინანსებაც 2 648 000 ლარია. ამ თანხის 69% კი სახელფასო ფონდია. […]
საბიუჯეტო დაფინანსება
მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ები ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებას არაეფექტურად ხარჯავენ. მათი აზრით, მუნიციპალიტეტი ა(ა)იპ-ებისგან ვერ იღებს გაცემული დაფინანსების შესაბამის სარგებელს:
“იმუშაონ კეთილსინდისიერად, პროფესიონალი ჯგუფით და რესურსები სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენონ”.
“პირველ რიგში თითოეულმა ა(ა)იპ-მა უნდა გააქტიუროს თავისი საქმის განხორციელება. ასევე სასურველია ახლო კიმუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან.”
“სარგებლიანი საქმიანობები განახორციელონ და არ იყვნენ მხოლოდ საბუტებში და ბიუჯეტურ ანაზღაურებაზე დამოკდიებულები”.
ხაშურის მერიამ სარეზერვო ფონდის 35% უკრაინის მხარდაჭერისთვის დახარჯა
ხაშურის მერიამ სარეზერვო ფონდის 35% უკრაინის მხარდაჭერისთვის დახარჯა – ამ ინფორმაციას ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ვიგებთ. დოკუმენტი მერიამ საკრებულოს ბოლო სესიაზე წარუდგინა. ანგარიშში საუბარია 1 ოქტომბრის მდგომარებით ბიუჯეტიდან, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან, გახარჯული თანხების ოდენობაზე. ანგარიშის მიხედვით, 2022 წლისთვის მერიის სარეზერვო ფონდის მოცულობა 30 ათასი ლარი იყო. ამ თანხიდან 10 575 ლარი მერიამ უკრაინის […]
ქალები და სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა – რა და რატომ უნდა შეიცვალოს?
მერვე წელია, გორში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეთა საპროექტო განაცხადებების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა. პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. “მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელება არ სცილდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, არ აღემატება კონკრეტული ტერიტორიული ერთეულისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, კულტურული, სოციალური, სპორტული“, – […]
პარტიული ინტერესები
რჩევების ნაწილი ა(ა)იპ-ების დეპოლიტიზირებას ეხება. მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ა(ა)იპ-ების საქმიანობას დიდწილად პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავს. მათი აზრით, ადამიანების დასაქმება, ახალი შტატების შექმნა, მომსახურებების კონკრეტული ბიზნესისგან შეძენა სწორედ პარტიული კუთვნილების მიხედვით ხდება.
“უკეთესს ა(ა)იპ-ებს მივიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა მათი საქმიანობა იქნება ხარჯებთან შესაბამისიბაში, თანამშრომლების აყვანა მოხდება კვალიფიკაციის და არა პარტიული კუთვნილების მიხედვით და მათი საქმიანობა იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე”.
“შეწყვიტონ პარტიული აქტივისტებისათვის პენსიის გადახდა და რეალურად მისცენ საქმე თანამშრომლებს”.
ქალაქის არასწორი დაგეგმარების შედეგად, შექმნილი სატრანსპორტო ქაოსი გორში – ფოტოები
“მალე გორშიც ისეთივე საცობები იქნება, როგორსაც თბილისში ვხედავთ”, – მსგავს კომენტარებს გორელი მძღოლები სულ უფრო და უფრო ხშირად აკეთებენ. მათთვის და მათთან ერთად ქვეითად მოსიარულეებისთვისაც, ბოლო წლებში, გორში ბევრი რამ შეიცვალა. სამოქალაქო სექტორი შიშობს, რომ ქალაქის არასწორი დაგეგმარება და ქაოსური განაშენიანება გორს სატრანსპორტო კოლაფსამდე მიიყვანს. სატრანპოსპორტო ქაოსი განსაკუთრებით თვალშისაცემი წმინდაწყლის დასახლებაშია – აქ კომერციული შენობები თუ საცხოვრებელი კორპუსები ერთი […]
გორის მერიის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არსებული პრობლემების გამოსწორებაზე ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პასუხისმგებლობა გორის მერს ეკისრება. სწორედ მისი ვალდებულებაა შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ა(ა)იპ-ებში არსებულ ხარვეზებზე.
აღნიშნულ დაწესებულებებში პრობლემების გამოვლენისთვის აუდიტორიულ შემოწმებას მერიის აუდიტის სამსახური ატარებს, თუმცა უკვე წლებია, მის მიერ გამოვლენილ ხარვეზებს ეფექტური რეაგირება არ მოჰყვება.
ხაშურის მერიამ ახალი განყოფილება შექმნა – ამბობენ, რომ ერთი ადამიანისთვის
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ახალი განყოფილება დაემატა. “მოზაიკას” წყარო ეუბნება, რომ მისი შექმნის მიზანი ერთი კონკრეტული ადამიანის დასაქმება იყო. “საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ახალი განყოფილება ხელოვნურად დაამატეს, მისი საჭიროება ნამდვილად არ იყო, ფაქტიურად ერთი ადამიანისთვის შექმნა ეს სამსახური”, – უთხრეს “მოზაიკას”. წყაროს ინფორმაციით, ახალი განყოფილების შექმნით, მერიამ იმ თანამშრომლის კეთილგანწყობის მოპოვება სცადა, რომელიც დაბალი ხელფასის გამო, მერიიდან […]
შესაბამისად, ა(ა)იპ-ები გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოების ნაკლები სიმპატიით და ნდობით სარგებლობენ.
ხაშური დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების დასახვედრად ემზადება
სახალხო დღესასწაული “ხაშურობა 2023” 14 ოქტომბერს აღინიშნება. ღონისძიებებისთვის ხაშურის მერიას გეგმა უკვე გაწერილი აქვს, ცნობილია ასევე სავარადო თანხაც, რაც ანიშნულ ღონისძიებებს მოხმარდება. ღონისძიებების ფარგლებში ხაშური დამეგობრებული ქალაქებიდან სტუმრებს ელოდება. დელეგაციები ხაშურში ჩამოვლენ უკრაინის, პოლონეთის, შვედეთის, ლიტვასა და ლიეტუას ქალაქებიდან. ხაშურის მერიას დაგეგმილი აქვს, რომ სტუმრებს საჩუქრებით დახვდეს. საჩუქრები დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის: სატენდერო პირობების მიხედვით, რომელიც მერიამ […]
დარგის სპეციალისტები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ფიქრობენ, რომ ვითარების შეცვლისთვის აუცილებელია, რომ ახალი ხელისუფლების დღის წესრიგში დადგეს ა(ა)იპ-ების მართვის პოლიტიკის შეცვლა – პრობლემების არსებობის ხმამაღლა აღიარება და სექტორებს შორის თანამშრომლობით, ყველა ამ პრობლემის ეტაპობრივად მოგვარება.
ქარელში ორ თვეში 378 833 ლარის ღირებულების ტენდერი გაუქმდა
ქარელის მუნციპალიტეტში 2022 წლის ივლისი – აგვისტოს პერიოდში გამოცხადდა 29 ტენდერი, რომელთაგან 11 ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო. ჯამში, გაუქმებული ტენდერების საერთო ღირებულება 378 833 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალ ბიუჯეტიანი ტენდერი ქარელში 40 ბინიანი კორპუსის ეზოში, მინი სტადიონის მოწყობის და კორპუსის ეზოში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის იყო, რომლის ღირებულებაც 85 672 ლარს შეადგენს. არ […]
ქარელში “ოცნების” საარჩევნო კამპანიას მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ატარებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავჯდომარე და მისი მოადგილები აქტიურად არიან ჩართულები “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში. ისინი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხშირად დელეგატად წარდგენილი ზაალ დუგლაძის გარეშეც ხვდებიან. ქარელის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ზაალ დუგლაძე ყველა შეხვედრას, თავისუფალი დროის უქონლობის გამო, ვერ ესწრება. “თვითონ მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენთან ერთად ყველა შეხვედრაზე ვერ დადის, თუმცა ხალხს როდესაც კონკრეტულად მასთან აქვს რაიმე […]
ქარელისა და გორის მერიებმა 5 წელში 2 მილიონამდე ლარის ტრენაჟორები იყიდეს
ქარელის და გორის მერიებმა ხუთ წელში გარე გამოყენების ტრენაჟორების შესაძენად 1 867 349 ლარი დახარჯეს. ქარელის მერიამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა 36 ცალი გარე გამოყენების სპორტული ტრენაჟორი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 802 900 ლარი; გორის მერიამ 5 წელში 49 ტრენაჟორი შეიძინა და დახარჯა 1 064 449 ლარი; ამავე თემაზე: აგარაში ტრენაჟორები ეკლესიის გვერდით მოეწყო ქარელის მუნიციპალიტეტში ტრენაჟორები […]
ქარელის ტურისტული ცენტრი, რომლის აშენებაზე 40 000-მდე ლარი დაიხარჯა, ისევ არ ფუნქციონირებს
რატომ არ ფუნქციონირებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ქარელში? – ადგილობრივი ოპოზიცია ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს. ოპოზიციის თქმით, შენობა უკვე ორი წელია უფუნქციოა. ენმ -ის წევრი ქარელის საკრებულოში, მარიამ ქელეხსაშვილი ამბობს, რომ შენობის გახსნა კოვიდპანდემიის დაწყებამდე იყო დაგეგმილი. “ეს საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ, კოვიდ პანდემიის დაწყებამდე უნდა გახსნილიყო. შემდეგ პანდემია დაიწო და მას დააბრალეს. პანდემია დასრულდა, შენობა კი […]
ქარელის სოფელში რიტუალების სახლი საჭიდაო დარბაზად გადააკეთეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში სოფლის პროგრამით აშენებული რიტუალების სახლი საჭიდაო დარბაზად გადაკეთდება. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მერი იაკობაშვილი გვიყვება, რიტუალების დარბაზის მშენებლობა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა სამუშაოები ვერ დასრულდა. “შემდეგ მოიფიქრეს, რომ სპორტდარბაზი გაეკეთებინათ აღნიშნულ შენობაში. დაიწყეს მშენებლობა და ისევ გაჩერებულია. ჩვენ რიტუალების სახლი გვინდოდა, თუმცა სპორტული დარბაზიც თუ იქნება, არ ვიქნებით წინააღმდეგი. სოფელში არიან […]
ქარელის საბავშვო ბაღების სამზარეულოში ვენტილაციის მოსაწყობად 23 000 ლარი დაიხარჯება
ქარელის მუნიციპალიტეტის 20 – მდე საბავშვო ბაღში სამზარეულოს ვენტილაციის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. მერიამ სამუშაოების შესასყიდად 23 578 ლარი გაითვალისწინა. შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს. “მოზაიკა” გთავაზობთ საბავშვო ბაღების ჩამონათვალს, სადაც ვენტილაციის სისტემა უნდა მოეწყოს. ბებნისის საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, ღირებულებით არაუმეტეს 1063.97 ლარი; ქარელის N2 საბავშვო ბაღის სამზარეულოს გამწოვის მოწყობა, […]