გორში წითელი ჯვრის ორგანიზებით, “ჩააცვი ხეებს” აქცია გაიმართა.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება შეჭირვებული ადამიანების დახმარებას ემსახურება. მას ვისაც არ აქვს საჭირო ნივთები შეუძლია აიღოს, ხოლო ვისაც გაცემის სურვილი აქვს დატოვოს.
“ჩააცვი ხეებს”, ეს აქცია მათთვისაა ვისაც ასე პირდაპირ ტანსაცმლის აღება ერიდება. ტანსაცმელი ხეებს აცვია ვისაც სურვილი აქვს ჩამოხსნის და მიაქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აიღოს, თუ სჭირდება. მოქალაქეებს შეუძლიათ გასცენ კიდეც. აქცია რომ დაიწყო 25 ხეს ეცვა ტანსაცმელი, დღის ბოლოს კი აღარცერთმათგანს, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები
დატოვეთ კომენტარი