2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა ხელფასებისთვის 5 მლნ 800 ათას 600 ლარი დაიხარჯება. დოკუმენტს ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის წევრები ეცნობიან.
წარმოდგენილი თანხა 1 მლნ 555 ათას 600 ლარით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მიმართულებასთან შედარებით. მიმდინარე წელს, შრომის ანაზღაურებისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 4 მლნ 245 ათასი გითვალისწინეს.
ინფორმაციისთვის, საჯარო სამსახურებში ხელფასების 10-20%-იანი მატების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ანაზღაურება საჯარო მოხელეებს 2022 წლის იანვრიდან გაეზრდებათ.
დატოვეთ კომენტარი