ახალი ამბები

ცხინვალის იზალატორიდან გადმოყვანილი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ 3 წლის წინ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ცხინვალის იზოლატორიდან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მას 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულდი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 

ბესტაევი თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და კომატოზურ მდგომარეობაშია.

ინფორმაციისთვის, გენადი ბესტაევი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საკუთარი სოფლის მიმდებარედ, 2019 წელს უკანონოდ დააკავეს და ბრალად  ე.წ. საზღვრის დარღვევა  და ნარკოტიკების კონტრაბანდა წაუყენეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გენადი ბესტაევს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვეთ კომენტარი