ახალი ამბები

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირება დაუფინანსდებათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მთავარ მიზანს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა წარმოადგენს.

პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების მიღება შესაძლებელია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში (მისამართი:  გორი, სამების ქ. N1) და განაცხადის გაგზავნა, სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@idp.gov.ge

დატოვეთ კომენტარი
ტეგები