ახალი ამბები

გორის მერის ინიციატივით ნუგზარ სხირელის მემორიალური ტურნირი ჩატარდება

გორის სპორტის სასახლეში 12-14 ნოემბერს ნუგზარ სხირელის მემორიალური ტურნირი ჩატარდება ახალგაზრდებს შორის.

ტურნირზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელი სპორტსმენები, 10 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

“დაწესებულია ამ ასაკობრივი შეჯიბრებისთვის უპრეცედენტოდ სოლიდური საპრიზო ფონდი! წონით კატეგორიებში, ოქროს მედლის მფლობელები მიიღებენ 600 ლარს, ვერცხლის პრიზიორები 400 ლარს, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები 250-250 ლარს. ამასთან, ყველა წონით კატეგორიაში, გამარჯვებული სპორტსმენის პირადი მწვრთნელი დაჯილდოვდება 200 ლარით. გარდა ამისა, თითოეული ჩემპიონს, თუ ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორებს გადაეცემათ თასები, მედლები, სიგელები და საჩუქრები”, – ინფორმაციას სპორტის სააგენტო ავრცელებს

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის – ლადო ხინჩეგაშვილის ინიციატივით იმართება. ტურნირის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი