გორის მუნიციპალიტეტის 5 სკოლამდელი დაწესებულების ეზოში ახალი ატრაქციონები დამონტაჟდება. ტენდერი სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გამოაცხადა.
სააგენტომ ახალი ატრაქციონების შესყიდვის სავარაუდო თანხად 99 858 ლარი განსაზღვრა. სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ატრაქციონები დამონტაჟდება გორის მუნიციპალიტეტის #5, #6, #12, #13 და სოფ. სკრის სკოლამდელ დაწესებულებებში.
ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობს: შპს ექსიმ მეიდ და ჯითი კაპიტალი. ამ ეტაპზე, სააგენტო კომპანიების შერჩევის ეტაპზეა. მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება და ხელშეკრულება გაფორმდება, შერჩეულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 40 დღე ექნება.
დატოვეთ კომენტარი