ახალი ამბები

ზემო ნიქოზის სკოლის მოსწავლე და პედაგოგი მერიისგან სტიპენდიას მიიღებენ 

გორის მერიისგან „გორის ეტალონი მოსწავლე“ – ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა თევზაძე და მისი დამრიგებელი ერთი წლის განმავლობაში 100 – 100 ლარის ოდენობით სტიპენდიას მიიღებენ.

„გორის ეტალონი მოსწავლე“ ინტელექტუალური ჩემპიონატის „ეტალონის“ მე-2 ტურის შედეგად გამოვლინდა.

ამავე ტურის შედეგად გამოვლინდნენ გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩემპიონატის მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილების მფლობელი მოსწავლეებიც.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა და პროექტ „ეტალონის“ ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა თითოეულ მათგანს მიღწეული წარმატება მიულოცეს, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ – ჩემპიონატი „ეტალონის“ 1-ლი და მე-2 ტური დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტის 66 სკოლის 417 მოსწავლე მონაწილეობდა.

ჩემპიონატის ფინალური ტური დეკემბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას საქართველოს მუნიციპალიტეტების დონეზე გამარჯვებული მოსწავლეები მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.