გორში მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე პირი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევა სოფელ ორთაშენში მოხდა. დაზარალებული კლინიკა “გორმედშია” გადაყვანილი.
“,,გორმედშია” შეყვანილი მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება სავარაუდოდ ბასრი საგნით მიყენებული დაზიანებები. პასუხისმგებელი ქირურგის ინფორმაციით, არცერთი დაზიანება შემავალი არ არის, პაციენტს დაზიანებული არ აქვს შინაგანი ორგანოები, მისი მდგომარეობა სტაბილურია” , – აცხადებენ კლინიკაში.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.
დატოვეთ კომენტარი