ახალი ამბები

გორში, ცენტრალურ ქუჩებზე გარეგანათების ნათურები გამოიცვალა 

გორში, ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩებზე გარეგანათების ნათურები გამოიცვალა. 

კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ძველი ნათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური სანათებით ჩანაცვლდა. 

ინფორმაციისთვის, სექტემბერში გარეგანათების ნათურები გამოიცვალა შაფთოშვილის, ჩხეიძის, ამილახვრის ქუჩებზე და ნაჭარმაგევის დასახლებაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.