პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან გორში 122 წვევამდელი გათავისუფლდა.
ამის შესახებ, ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიშშია მოცემული.
“გამოცხადებული წვევამდელებიდან, საჭირო დოკუმენტაციის საფუძველზე,”სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად, გაწვევიდან გათავისუფლდა ან გადაევადა გაწვევა – 680 წვევამდელს, საიდანაც გადავადებისათვის გათვალისწინებული მოსაკრებელი 2000 ლარი გადაიხადა სამმა წვევამდელმა და სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა 6000 ლარი. ე.წ. “ბიბლიური თავისუფლება”- “გირჩი”-ს მოწმობა წარმოადგინა-112-მა წვევამდელმა” , – ვკითხულობთ სამსახურის ანგარიშში.
სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.