გორის მწერალთა სახლში მსახიობ ლეო ანთაძის საღამო გაიმართა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით რეგიონებში კონცერტები ჩატარდა, ამ პროექტის ფარგლებში ლეო ანთაძის გორის მწერალთა სახლში, 22 ოქტომბერს შემოქმედები საღამო გაიმართა.
“წაიკითხა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან, “ბახტრიონიდან” წაგვიკითხა დიდი ნაწყვეტი, სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლებიდან წარმოგვიდგინა ნაწყვეტები და ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ მაღლაკელიძემ.
ინფორმაციისთვის, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის სხვადახვა სოფელში ანსამბლის “ფორტე” კონცერტებიც გაიმართა. ამავე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ირმა სოხაძის კონცერტიც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებშიც.