ახალი ამბები

გორის N7 სკოლა სწავლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

გორის N7 საჯარო სკოლა სწავლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი, კორონავირუსის შემთხვევების საგრძნობლად მატებაა.

“სკოლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო. რიგ შემთხვევებში, მხოლოდ ცალკეული კლასები გადაგვყავს დისტანციურზე, მაგრამ როცა სიტუაცია უკონტროლო ხდება და იმატებს ვირუსის გამოვლენის შემთხვევები, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლა სრულად გადადის დისტანციურ რეჟიმზე” , – ამბობს გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

მისივე თქმით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ქიწნისის საჯარო სკოლაც.

დატოვეთ კომენტარი