ახალი ამბები

ანი ბალიაშვილს დემოკრატიის ლიდერის ჯილდო გადაეცა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის წევრ ანი ბალიაშვილს დემოკრატიის ლიდერის ჯილდო გადაეცა.

“ეს ჯილდო ჩემთვის ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას,გავაგრძელო მეტი მოტივაციით ბრძოლა ანტიდემოკრატიული განწყობების წინააღმდეგ და ჩემი ყველა რესურსი გამოვიყენო ამისთვის” , – ამბობს ანი ბალიაშვილი.

დემოკრატიის ლიდერის ჯილდო “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა” 2015 წელს დააწესა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, ყოველწლიურად ორგანიზაცია დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ქსელიდან გამოარჩევს და დემოკრატიის ლიდერის ჯილდოს გადასცემს იმ ადამიანს, რომელმაც გამოავლინა განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და თანასწორობის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

“დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა შორის ყოველწლიური ლიდერის დასახელებით, EECMD ახალისებს მათ უფრო აქტიურად გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რაც დემოკრატიის სკოლაში სწავლისას შეიძინეს და ამით წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცების საქმეში” , – აცხადებენ “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში”.

ანი ბალიაშვილი EECMD-ს დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია. იგი 2021 წლის მოწვევის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იქნება ენმ-დან.

დატოვეთ კომენტარი