გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალმა დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.
შესაბამისი განცხადება ჰოსპიტალმა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 4 750 ლარია.
დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით და მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება.
განცხადებების მიღება 30 ოქტომბერს სრულდება.
დატოვეთ კომენტარი