9 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ცერაძე მკურნალობას სახლში გააგრძელებს. “გორმედის” ინდომრიაციით, მას 4 ოპერაცია ჩაუტარდა, სამედიცინო დაწესებულება კი მე-10 დღეს დატოვა.
“სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის, ოთხი ურთულესი ქირურგიული ოპერაციის და კომპლექსური რეანიმაციულ-ინტენსიური თერაპიის ღონისძიებების შედეგად, 9 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულმა გიორგი ცერაძემ “გორმედის“ სტაციონარი დღეს დატოვა და ბინაზე გაეწერა”, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა.
დატოვეთ კომენტარი