16 -17 ოქტომბერს ძიუდოში პარიზის გრან სლემი გაიმართება, სადაც “გოლდენ გორის” ორი სპორტსმენი, ვაჟა მარგველაშვილი და ლუკა მაისურაძე მიიღებს მონაწილეობას.
ვაჟა მარგველაშვილი -73კგ წონით კატეგორიაში ოფიციალურ შეჯიბრებაზე პირველად იასპარეზებს. როგორც ცნობილია, მან წონითი კატეგორია დროებით შეიცვალა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ -66კგ-ში გამოვა.
შეჯიბრში მონაწილეობას 48 ქვეყნის 293 სპორტსმენი მიიღებს. საქართველოს ნაკრები პარიზის გრან სლემზე მხოლოდ ხუთი ძიუდოისტით წარსდგება.
დატოვეთ კომენტარი