გორში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა არჩევნებზე პარტიაზე მეტი ხმა მიიღო.
ცესკოს შედეგების მიხედვით, ხინჩეგაშვილს გორის მუნიციპალიტეტში 29 146-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო “ქართულ ოცნებას” 27 117-მა.
ეს იმას ნიშნავს, რომ 2 029 ამომრჩეველმა ერთ ბიულეტენზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შემოხაზა, ხოლო პროპორციულის ბიულეტენზე ოპოზიციური პარტია.
“ქართულმა ოცნებამ” გორის მუნიციპალიტეტში ხმების 48.45% მიიღო, ხოლო ხინჩეგაშვილმა 52.94%.
დატოვეთ კომენტარი