ახალი ამბები

უფლისციხეში ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი და ტრენაჟორები მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მინი მოედანი და გარე გამოყენების ტრენაჟორები საჩრდილობელი ფანჩატურით მოეწყო, სადაც დამონტაჟებულია 10 სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორი.

პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოებზე 64 111 ლარი გაიხარჯა.

უფლისციხეში ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტით სასმელი წყლის სისტემის მოწყობაც მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი