ახალი ამბები

თავზარაშვილმა უფრო მაღალი პროცენტით გაიმარჯვა, ვიდრე ხინჩეგაშვილმა

გორის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 2017 წლის არჩევნებზე უფრო დიდი უპირატესობით მოიგო, ვიდრე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა 2021 წლის არჩევნებზე.

2017 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის 9 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, თავზარაშვილს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 54.49%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილზე ენმ-ს კანდიდატი რევაზ კახნიაშვილი გავიდა 15.93%-თ, ხოლო მე-3 ადგილი დავით ონიაშვილმა დაიკავა 11.71%-თ.

რაც შეეხება, 2021 წლის არჩევნებს, გორში მერობის 4 კანდიდატი იყო რეგისტრირებული. ხინჩეგაშვილს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 52.89%-მა დაუჭირა მხარი. მე-2 ადგილი ამ არჩევნებზეც ენმ-ს კანდიდატმა დაიკავა. ვასილ მახარაშვილს ამომრჩევლის 31.64%-მა მისცა ხმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.