ახალი ამბები

გორში დღეს, 5 საარჩევნო უბანზე ხმებს ხელახლა დაითვლიან

გორის 32-ე ოლქში შემავალ 5 უბანზე საარჩევნო ხმებს ხელახლა დაითვლიან. შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა მე-13, 20-ე, 44-ე, 45-ე, 67-ე საარჩევნო უბნები. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედების განხორციელება საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად გახდა აუცილებელი. განმეორებით ხმების დათვლით მიღებული შედეგები უკვე არსებულ ოქმებთან შედარდება და ამით, როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, გაყალბების შემთხვევები გამოირიცხება.

აარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით:

  • “ყველა ოლქში შეირჩევა 5 უბანი, შემთხვევითი შერჩევის (ე.წ. ლოტოტრონის) პრინციპით და გადაითვლება”;
  • “სულ გვაქვს 73 ოლქი და 73 გამრავლებული 5-ზე გამოდის 365 უბანი”;
  • “ადგილობრივ არჩევნებზე იქნება 3600-ზე ოდნავ მეტი უბანი და ე.ი. ხმების გადათვლა უბნების 10% გამოდის ზუსტად”.

დატოვეთ კომენტარი