ახალგაზრდა იუირისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა გორის ორ საარჩევნო უბანზე საჩივარი დაწერა.
ორივე საჩივარი დაულუქავ ჩანაწერთა წიგნს ეხება.
“ნომერ 28-ე უბნის საარჩევნო კომისიის მიერ ჩანაწერთა წიგნი ოლქში შემოტანილი იქნა დაულუქავი, ხოლო სარეგისტრაციო ჟურნალი დალუქული, რითაც დაირღვა საარჩევნო კოდექსის ინპერატიული ნორმები (მუხლი 62.11)” – ნათქვამია საჩივარში.
ანალოგიური დარღვევა გაასაჩივრა დამკირვებელმა გორის 32-ე საარჩევნო უბანზეც.
საია-ს წარმომადგენელმა მოითხოვა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს დაეკისროს დისციპლინური პასუხისმებლობა საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის შესაბამისად.
დატოვეთ კომენტარი