გორის 32-ე საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი დღეს 57 581 მოქალაქემ გააკეთა. ცესკოს ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა სულ 51, 12%-მა მიიღო. 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკოში გორიდან 9 საჩივარი შევიდა.
“20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 57 581 მოქალაქემ, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 51, 12%-ია. შემოსულია 9 საჩივარი, რაც არის პროცედურული ხასიათის და შედეგებზე ვერანაირ გავლ;ენას ვერ მოახდენს”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” მალხაზ მირუაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი