გორის მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბრის არჩევნებზე 106 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 32-ე საარჩევნო კომისიაში მზადების პროცესი თითქმის დასრულებულია. კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საუბნო-საარჩევნო კომისიებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადაცემა მიმდინარეობს. პანდემიიდან გამომდინარე თითოეული საარჩევნო უბანი მირუაშვილის თქმით, სათანადოდ აღჭურვილია.
“ამჟამად მიმდინარეობს საუბნო-საარჩევნო კომისიისათვის საბოლოო ანუ ძირითადი სიების გადაცემა, ეს არის სამაგიდო სიები, ასევე მიმდინარეობს საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა. ყველა საჭირო ინვენტარი გადაცემულია უბნებისთვის. ყველა უბანი სადანადო დონეზეა არჭურვილი, შესაბამისი ინვენტარით და საჭირო დოკუმენტაციით. საარჩევნო კომისიის წევრებს გადაცემული აქვს კოვიდ-უსაფრთხოებიდან გამომდინარე ინდივიდუალური დამცავი ფარები, პირბადეები და ა.შ. თითოეულ საარჩევნო უბანს დამლაგებელი მოემსახურება. ამ კუთხითაც სათანადოდ აღჭურვილია საუბნო საარჩევო კომისია. ასე რომ, ხვალინდელი არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი მომზადებულია”, – აცხადებს მალხაზ მირუაშვილი.