სტატიები

სოფლები, სადაც ამბულატორიის რეაბილიტაცია იგეგემება-“ქართული ოცნების” დაპირება 

მიმდინარე წელს ამბულატორიების რეაბილიტაცია იგეგმება გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში. 

მმართველი პარტია წინასაარჩევნო დაპირებებში სხვადასხვა ინფრასტრქტურულ პროექტების განხორციელების გარდა, მოსახლეობას უკეთეს ჯანდაცვის სისტემასაც ჰპირდება და აღნიშნული დაპირების ფარგლებში სოფლებში ამბულატორიების მოწყობას გეგმავს. 

სოფლები, სადაც ამბულატორიების რეაბილიტაცია იგეგმება: 

დიცი, ზერტი, მერეთი, ქვეში, ერგნეთი, ზეღდულეთი, სკრა, მეჯვრისხევი, ტირძნისი, ბნავისი, წითელუბანი, მეღვრეკისი, ბერშუეთი, ნადარბაზევი, ატენი. 

“ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ გავრცელებულ სააგიტაციო მასალაში წერს, რომ 2014 -2020 წლებში გორის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში ამბულატორიებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ერთ სოფელში კი ახალი შენობა აშენდა.

აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში ნახსენები ამბულატორიებიდან ერთ-ერთი სოფელ ბნავისშია, რომლის რეაბილიტაციაც დაგეგმილ პროექტებშიც მოხსენიებულია. ამავე ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბნავისში ამბულატორიის რეაბილიტაციას 21 374 ლარი მოხმარდა. 

საერთო ჯამში, 6 წელში ამბულატორიების რეაბილიტაციისთვის და მშენებლობისთვის 267 282 ლარი დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.