ახალი ამბები

შსს-ში იციან ვინ მოიპარა გორში ტელეფონები, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ

21 სექტემბერს, გორში ელიტ-ელექტრონიქსის მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაულში სავარაუდო მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან.

როგორც ცნობილია, ტექნიკის მაღაზიიდან წაღებულია ტელეფონები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი