ახალი ამბები

„იავნანა” გათავისუფლებულ თანამშრომელს ხელფასის დანაკლისს აუნაზღაურებს

დედათა და ბავშვთა ცენტრ “იავნანადან” გათავისუფლებულ თანამშრომელსა და კლინიკას შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა. მომჩივანის ინტერესებს სასამართლოში “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავდა.

“შრომითი დავა თ.ბ.-სა და სს “იავნანას” შორის დასრულდა მორიგებით. დამსაქმებელმა გამოთქვა თანხმობა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა ხელფასის დანაკლისის სრულად ანაზღაურებაზე, სანაცვლოდ თ.ბ.-მ უარი თქვა დავის გაგრძელებასა და მოთხოვნილ პირგასამტეხლოზე” , – ინფორმაციას “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს.

ეკონომისტის თანაშემწე კლინიკიდან მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაათავისუფლეს. მაშინ ადვოკატი აცხადებდა, რომ “იავნანამ” თანამშრომელს ჯერ ხელფასი გაუნახევრა, შემდეგ კი, გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა.

დატოვეთ კომენტარი