სტატიები

ვის სურს მეორედ მოსვლა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში?

ცესკოში რეგისტრირებულ საარჩევნო სიების წარმომადგენელთა ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრია. ზოგიერთი კი ადგილობრივ წარმომადგენელლობით ორგანოში წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მუშაობდა.

რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა ვინ არიან გორში, “ქართული ოცნების” პროპორციულ/მაჟორიტარულ სიაში და მათ შორის რამდენია ყოფილი ან მოქმედი დეპუტატი. ამჟამინდელი საკრებულოს წევრი ქალებიდან (7) მმართველი გუნდის პარტიულ სიაში ახლა მხოლოდ 2 -ია, თამარ მურალოვა და ასმათ ტალახაძე, დანარჩენები კი ახალი სახეები არიან. 

რაც შეეხება პარტიის შემადგენლობაში მყოფ კაცებს, მათი უმრავლესობა მომედი საკრებულო წევრია. ერთ-ერთი მათგანი, გიორგ სოსიაშვილი კი საკრებულოს წევრი “ნციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდშიც იყო. სიაში ზოგიერთი მათგანი მაჟორიტარობის კანდიდატიცაა. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარისთვის კი ეს უკვე მე-5 საკრებულოა, აქედან 2-ში თავმჯდომარის პოზიია ეკავა.

საკრებულოს წევრობის კანდიდატებიდან ძველი კადრები არიან:

  • დავით რაზმაძე
  • გიორგი სოსიაშვილი
  • მარლენ ნადირაძე
  • თამარ მურალოვა
  • მიშა გოგინაშვილი
  • გიორგი შიოშვილი
  • მანუჩარ ლაფაჩი
  • დავით სარალიძე
  • მერაბ მელანაშვილი
  • ასმათ ტალახაძე
  • კობა ბერიანიძე
  • შოთა ვანიშვილი
  • ბაქარი გიუნაშვილი
  • ჯუმბერ გიგაური
  • ივანე ნონიკაშვილი
  • დავით ადუაშვილი
  • მანუჩარ ლაფაჩი
  • დავით სარალიძე
  • იოსებ მუმლაძე
  • მურაზ ღოლიჯაშვილი

ინფორმციისთვის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გორის საკრებულოს 40-ის ნაცვლად, 30 წევრი ეყოლება. მიუხედავად ამისა, ჩამონათვალი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ცენტრალურ სარჩევნო კომისიას წარუდგინა, 42 წევრისგან შედგება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.