გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 პირი სასამართლომ მეტამფეტამინის მოხმარების გამო დააჯარიმა.
საქმე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა.
“ნ.მ და ზ.ბ ცნობილ იქნენ დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტზე და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ” , – ვკითხულობთ მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენში.
მოსამართლემ ასევე მიუთითა, რომ ნ.მ-ს და ზ.ბ-ს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს ჩადენილი ქმედება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა
დატოვეთ კომენტარი