ახალი ამბები

მღებრიანის თემში შემავალ სოფლებში მზის პანელების დაყენება მიმდინარეობს

მღებრიანის თემში შემავალ სოფლებში მზის პანელების დაყენება მიმდინარეობს.

ატენის დეპუტატი გორის საკრებულოში შოთა ვანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მზის პანელები სამ სოფელში დამონტაჟდა.

“პროგრამა ხუთი წლის წინ დაიწყო, ჯერ გაერომ დააყენა და ორი წლის წინ ჩვენ უფრო ძლიერი მოწყობილობებით ჩავანაცვლეთ. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა დაუბრუნდა სოფელს მოითხოვეს მათაც დაყენება, ახლა სწორედ ამ ოჯახებს დაუმონტაჟდებათ მზის ენერგიაზე მომუშავე პანელები.სამ ეტაპად მიმდინარეობს მონტაჟი, მღებრიანი, სახორცე და საჯიაჟე მოვრჩებით და მომავალ კვირას სხვა სოფლებზე გადავანაწილებთ”, – ამბობს შოთა ვანიშვილი

პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი