გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან იმყოფებოდნენ, სადაც ვაშლის მოსავლის მიღება-დაბინავების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
არასტანდარტული ვაშლის რეალიიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები, პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ.
სახელმწიფო პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას – 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, მიიღებენ 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.