ახალი ამბები

მახარაშვილი: “ქართულ ოცნებას” ჩემპიონების კანდიდატებად დაყენება ვერ უშველის

“ნაციონალური მოძრაობის” გორი მერობის კანდიდატი “ქართული ოცნების” კანდიდატის წარდგენას ეხმაურება. ის ფიქრობს, რომ მმართველი გუნდს არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს და სწორედ ამ საფრთხისკენაა მიმართული მისი აზრით, “ოცნების” თითოეული ნაბიჯი მიმართული. ვასილ მახარაშვილის აზრით, ხალხის განწყობებს “ოცნების” ახალი სახეების კანდიდატებად დაყენება ვერ შეცლის და მოუწევს დამარცების აღიარება.

„ქართული ოცნება“ რომ ჩამონგრეულია და გაკოტრების პირასაა, ამას ყველა ვხედავთ. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იშლება ეს ხელისუფლება. პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ ლადო ხინჩეგაშვილს, როგორც გორელს, სპორტსმენსა და ჩემპიონს, მაგრამ ამ უმაქნისმა და უუნარო ხელისუფლებამ ვინც არ უნდა მოიყვანოს და დააყენოს კანდიდატად, არაფერი აღარ უშველის. ეს ყველაფერი 2 ოქტომბერს დასრულდება”, -აღნიშნა ვასილ მახარაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი