გორში, “ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოფიციალურად წარადგინა.
წარდგენის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მან მისასალმებელ სიტყვაში ოლიმპიურ ჩემპიონებს, გენო პეტრიაშვილს, ლაშა შავდათუაშვიილს და ვაჟა მარგველაშვილს მხარდაჭერითვის მადლობა გადაუხადა.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ ტოპ 5 ფრაზას, რომელებიც მერობის კანდიდატის წარდგენისას გააჟღერეს:
ირაკლი ღარიბაშვილი
1. სააკაშვილმა გორის სოფლებს, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დავკარგეთ ქვების გროვა უწოდა.
2. 11 აგვისტოს მაშინ, როცა ჩვენმა “შვინდისის” გმირებმა 17 კაცმა არნახული გმირობა ჩაიდინა, იმავე დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა სირცხვილი სააკაშვილის სახით.
კახა კუჭავა
3. ლადოს მთელი საქართველო “ბალეშიკობდა”. 2 ოქტომბერს კიდევ ერთ, დიდ გამარჯვებას მოიპოვებს.
ირაკლი ქარსელაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი
4. ირაკლი ქარსელაძე: გამყოფ ხაზთან 24 საათიანი წყალი რომ აქვთ, სხვანაირი სიამაყეა ჩვენთვის.
5. როდესაც სტალინის ქუჩის პროექტის პრეზენტაცია ვნახე, რატომღაც გამიჩნდა ეფექტი პარიზის “შამსელიზესი”. ვიღაცას დაუსწრია და რესტორანი გაუხსნია “შამსელიზე”.
დატოვეთ კომენტარი