ახალი ამბები

ხინჩეგაშვილი: მჯერა, წარმატების ახალ, გამორჩეულ ისტორიას დავწერ

პრემიერ-მინისტრმა გორში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ლადო ხინჩეგაშვილი სპორტული კარიერის შემდეგ, საჯარო უწყებასაც ღირსეულად წარუძღვება და მშობლიურ ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლის განხორციელაბას შეძლებს. თავად მეროის კანდიდატი, როგორც თავად განმარტავს, ახალგაზრდა პროფესიონალებთან ერთად მუშაობას და კვალიფიციური ადამიანებისგან გამოცდილების გაზიარებით გორში, გამორჩეული ისტორიის შექმნას აპირებს.

“განვლილი წლების განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ყოველდღიური შეხება მაქვს გორელებთან და ზუსტად ვიცი, როგორ უნდა გადავდგათ ის გარდამტეხი ნაბიჯები, რაც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ბუნებრივია იქნება სირთულეებიც, თუმცა ჩემი სპორტული კარიერაც იმით იყო გამორჩეული, რომ სირთულეების შესაძლებლობებს ვხედავდი და მათ დასაძლევად ბოლომდე ვიხარჯებოდი. ასე ვაპირებ პოლიტიკაშიც და მჯერა, ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად, გამოცდილი ადამიანების რჩევების გათვალისწინებით და საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წარმატების ახალ გამომორჩეულ ისტორიას დავწერ“,-აღნიშნა ლადო ხინჩეგაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.