ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ იმ პატიათა ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომლებმაც ამ დრომდე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გაოთქვეს. ცესკოში პარტიული სიები გორიდან 12-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები მათი საარჩევნო ნომრების მიხედვით ასე გამოიყურება.
- № 1 „მესამე ძალა“
- № 2 „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“
- № 3 „ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“
- № 5 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
- № 8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
- № 9 „ლელო“
- № 10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
- № 25 გახარია – საქართველოსთვის
- № 36 „გირჩი“
- № 37 თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)
- № 41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
- № 45 „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“
ინფორმაციისთვის, ცვლილებების მიხედვით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 წევრი ეყოლება, აქედან 12 მაჟორიტარული წესით არჩეული.
დატოვეთ კომენტარი