ახალი ამბები

პრობლემები და პასუხისმგებლობები-გორის თეატრი მაყურებლის შერჩეულ თემაზე სპექტაკლს დადგამს 

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულმა თეატრმა მაყურებლის გამოკითხვა დაასრულა. “შეუკვეთე შენი სპექტაკლი” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც თეატრმა მაყურებელთან საკომუნაკციოდ წამოიწყო. 

პროექტის ფარგლებში თეატრი აქტიურ მაყურებელს საშუალებას აძლევს ერთობლივად დაიგეგმოს ახალი სპექტაკლის თემა. რა აინტერესებთ ყველაზე მეტად, რა აწუხებთ, რა არის აქტუალური და რა თემაზე სურთ, რომ თეატრმა ისაუბროს.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა თემა, ეს არის, სოციალური პრობლემები და პასუხისმგებლობები.

“შედეგებიდან გამომდინარე, ერისთავის თეატრი თანამედროვე ქართველ დრმატურგთან დაიწყებს მოლაპარაკებას, რომ სპეციალურად ერისთავის თეატრისთვის დაიწეროს ახალი თანამედრო პიესა თემაზე, “სოციალური პრობლემები და პასუხისმგებლობები,” რომელიც პირველად დაიდგმება ერისთავის თეატრში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ თანამედროვე ქართული დრამტურგიის განვითარებას”, – აღნიშნა თეატრის ადმინისტრაციამ

დატოვეთ კომენტარი