გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში მოსახლეობის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. პროცესს გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა. მარი გიუნაშვილის განმარტებით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეტაპობრივად, სხვა სოფლებშიც ჩატარდება.
“დაიწყო აცრები სოფელ შავშვების მოსახლეობისთვის. ვირტუალურად არიან ესენი დარეგისტრირებულები.სინოფარმის ვაქცინით მიმდინარეობს ადმინისტრირება. მოსახლეობამ თავად გამოთქვა სურვილი, რომ ადგილზე მიეღო ეს სერვისი. მზადყოფნაში იყო ამბულატორია და შესაბამის გარემოში წარიმართა ეს პროცესი”,-აღნიშნა მარი გიუნაშვილმა.
დატოვეთ კომენტარი